გურჯაანში მაღალქულიან პირველკურსელებს სავარაუდოდ 31 დეკემბერს დააჯილდოებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი სპეციალური კომისია,
იმ 20 მაღალქულიან სტუდენტს, რომლებიც ადგილობრივი
თვითმმართველობისგან ფულად ჯილდოს , 500 ლარს მიიღებს, 26
დეკემბრისთვის გამოავლენს.
„კომისია გამარჯვებულს სამ ძირითად საგანში - ქართულ ენაში, ზოგად
უნარებსა და უცხო ენაში მიღებული ნედლი ქულების დაჯამებით შეარჩევს.
ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ სტუდენტებს ინფორმაცია მივაწოდოთ. გვინდა,
განცხადების შემოტანა ყველამ შეძლოს.“
მისივე თქმით, დაჯილდოება სავარაუდოდ 31 დეკემბერს
მოხდება.“-განაცხადა კომისიის თავმჯდომარე მაია ბეროშვილმა.
მისივე თქმით, სტუდენტებმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანცელარიაში
22 დეკემბრის ჩათვლით შემდეგი საბუთები უნდა წარადგინონ:
1. განცხადება
2. ქულათა ამონაწერი გამოცდების ეროვნული ცენტრიდან;
3. სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი;
4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
მასალის გამოყენების პირობები