საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,დღეს საქართველოში  ნალექიანი ამინდი  შენარჩუნდება.

უწყების ინფორმაციით, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ხვალ და ზეგ დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა + 11, +16 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე ნალექი, ჰაერის ტემპერატურა +6, +11 გრადუსის ფარგლებში იქნება.
| Print |
FaceBook Twitter Google