საზოგადოება
ვის დაეკისრება ავტომობილებზე ქონების გადასახადი
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის ნოემბრიდან  მოქალაქეთა ნაწილს ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა მოუწევს.
გადასახადის ვალდებულება 40 000 ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება.

„2017 წლის შემოსავლების მიხედვით ქონების დეკლარირება 2018 წლის პირველ ნოემბრამდე მოხდება. შესაბამისად, 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სწორედ 2018 წლიდან მოუწევთ,“ - აცხადებენ სამინისტროში.

კერძოდ, 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.05% და არაუმეტეს 0.2% იქნება გადასახდელი, ხოლო 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.8% და არა უმეტეს 1%.



| Print |
FaceBook Twitter Google