საზოგადოება
უკანონოდ გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს განაცდურის სახით 650 ათასი ლარი გადაუხადეს
ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში, სხვადასხვა საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს განაცდურის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 650 ათასი ლარი გადაუხადეს.
კვლევა 2012 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 1-ლი ნოემბერის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.  პრეზენტაცია დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა. 

კვლევის პერიოდში 153 საქმეზე  წარმოება დასრულდა და სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, ხოლო 166 საქმის განხილვა კვლავ მიმდინარეობს.

საია-ს ინფორმაციით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებიდან სასამართლომ სრულად და ნაწილობრივი დააკმაყოფილა 83 საარჩელი, არ დააკმაყოფილა 61, საქმე მორიგებით დასრულდა 4 შემთხვევაში, წარმოება შეწყდა 40 შემთხვევაში, ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო განუხილველი 19 საქმე დარჩა.






| Print |
FaceBook Twitter Google