საზოგადოება
შესაძლოა გურჯაანში რეგიონული ფონდიდან 19 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში მომავალ წელს განსახორციელებელი 19 პროექტი გადააგაზავნა.
-„პრიორიტეტული მიმართულებებია გზის მოასფალტება გურჯაანსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში, ასევე ორი ჭაბურღილის მოწყობა სოფელ ველისციხეში, თითო კი - კოლაგსა და გურჯაანში. ხარჯთაღრიცხვის შედგენაზე ტენდერი გამოცხადდა, გამარჯვებულებიც უკვე გამოვლინდნენ. იანვრის ბოლოს გვექნება პროექტები.“-აღნიშნა speqtri.ge-სთან გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ნოდარ შავკაციშვილმა.

თუ რომელი პროექტები დაფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ეს 2018 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი.



| Print |
FaceBook Twitter Google