საზოგადოება
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქის პირობებში ჩატარდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალ წესზე გადასვლა 2018 წლის პირველი ნახევრიდან იგეგმება.
-"შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აქტიურად მუშაობს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქალაქის პირობებში ჩატარების პროექტზე. აღნიშნული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს.

ამ მიმართულებით დაგეგმილია სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. გარდა ამისა, საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც პრაქტიკული გამოცდისთვის საჭირო ადგილების და მარშრუტების იდენტიფიცირებაზე მუშაობენ.

მოსახლეობას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისთვის შერჩეული ადგილების შესახებ, ასევე პრაქტიკული გამოცდის პროცედურების თაობაზე."-აცხადებენ სააგენტოში.


| Print |
FaceBook Twitter Google