საზოგადოება
რატომ დაიკეტება ერთი თვით გურჯაანის საცურაო აუზი
გურჯაანის სპორტკომლექსში მდებარე საცურაო აუზი  25 დეკემბრიდან  25 იანვრის ჩათვლით მუშაობას შეწყვეტს.
-"წყალს წელიწადში ერთხელ სჭირდება გამოცვლა და სპეციალური ხსნარით დამუშავება. გარდა ამისა, დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. ამ ყველაფერს დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება, ამის შემდეგ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მუშაობა"-აღნიშნა speqtri.ge-სთან სპორტული გაერთიანების ხელმძღვანელმა არჩილ გოგიაშვილმა.

ცნობისთვის, საცურაო აუზი მიმდინარე წლის მარტში გაიხსნა.
| Print |
FaceBook Twitter Google