საზოგადოება
საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს  საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

უწყების ინფორმაციით, ხვალ და ზეგ ცლკეულ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +7, +12 გრადუსი იქნება. 21 დეკემბრიდან საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 3 – 4 გრადუსით დაიკლებს.
| Print |
FaceBook Twitter Google