საზოგადოება
აქცია პანკისის ხეობაში
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისში, სოფელ ჯოყოლოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილის ოჯახი, ნათესავები და თანასოფლელები შესაბამის უწყებას, საქმის ხელახლა გადახედვას და მის გათავისუფლებას სთხოვენ.
აიუფ ბორჩაშვილის დედის, მარიამ ბორჩაშვილის განმარტებით, მისი შვილი უდანაშაულოა.
„ ყველამ კარგად იცის, ბავშვები ვინ სად გადაიყვანა. აიუფას 9 შვილი ჰყავს და მათ პატრონი უნდა. მე ვთხოვ ყველას მისი საქმის გადახედვა მოხდეს, რადგან ის მხოლოდ თარხან ბათირაშვილის მეგობარია და ამის გამო ციხეში არ უნდა იჯდეს. სირიაში აიუფას არავინ გაუგზავნია. "

შეგახსენებთ, რომ აიუფ ბორჩაშვილი სამართალდამცავებმა 2015 წლის ივნისში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბორჩაშვილი საქართველოში ,,ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელია და მის სახელს პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების, მათ შორის არასრულწლოვანის საბრძოლველად გამგზავრება უკავშირდება. აიუფ ბორჩაშვილს სასამართლომ 14 წლით პატიმრობა შეუფარდა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / პანკისი /