საზოგადოება
საპატრულო პოლიციას 100 ჰიბრიდული და ელექტროავტომობილი გადაეცა
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 100 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილი საპატრული პოლიცას გადაეცემა.

„საქართველოში შემოვიდა 100 ჰიბრიდი და ელექტრომობილი. ავტომობილები მთავრობის წევრებისთვის იყო გათვლილი, თუმცა ჩვენი თხოვნით, ეს ავტომობილები დაეთმობა პატრულს“, -  აღნიშნა შს მინისტრმა.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ დღეს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამინისტროს სამომავლო გეგმებზე და განსახორციელებელ რეფორმებზე ისაუბრა. 


| Print |
FaceBook Twitter Google