საზოგადოება
გიორგი ბუბუნაური კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი გიორგი ბუბუნაური 2017 წლის 1 დეკემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში იმყოფება.
ინფორმაცია ამის შესახებ speqtri.ge-ს გახარიას უწყებაში დაუდასტურეს.

ასევე, 11 დეკემბრიდან კადრების განკარგულებაშია  ბუბუნაურის მოადგილე კახა პეტრიაშვილი. მისი თანამდებობა პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ ბერიკაშვილმა დაიკავა.

აქვე განვმარტავთ, რომ კადრების განკარგულება ერთგვარი რეზერვია. ამ შემთხვევაში, პირს ხელფასი ორი თვე უნარჩუნდება, ოთხი თვის გასვლის შემდეგ, თუკი რაიმე ვაკანსიაზე არ მოხდა მისი დანიშვნა, სისტემიდან ავტომატურად დაითხოვენ.


ამავე თემაზე:
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გაათავისუფლეს
| Print |
FaceBook Twitter Google