საზოგადოება
პრეზიდენტმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს 123 პატიმარი, ხოლო 64 პატიმარს სასჯელის ვადა შეუმცირდება.

187 მსჯავრდებულიდან 12 ქალია და 3 არასრულწლოვანი. შეწყალების კომისიამ 14-24 დეკემბრის პერიოდში იმუშავა. 



| Print |
FaceBook Twitter Google