საზოგადოება
სოფელ დუისში სახალხო კრება გაიმართა
პანკისის ხეობაში, სოფელ დუისის ცენტრში სახალხო კრება ჩატარდა. ადგილობრივებს სიტყვით პანკისის სალაფიტური თემის იმამმა ბექხან ფარეულიძემ მიმართა.
შეკრებილების მთავარი მოთხოვნაა დროულად იქნას გამოძიებული, ხომ არ ჰქონდა ადგილი სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მხრიდან ძალის გადამეტებას.

,"ჩვენ კანონის წინააღმდეგნი არ ვართ, მაგრამ ამ სპეცოპერაციის შემდეგ პანკისის ხეობა გაიგივებულია ტერორიზმთან, რაც არასწორია. ეს გარკვეულწილად სახელმწიფოსა და მედიის პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვითხოვთ გამოძიება ობიექტურად წარიმართოს, დასასჯელი თუ არის ვინმე დაისაჯოს, ოღონდ ძალის გადაჭარბების გარეშე."- აღნიშნა ადგილობრივმა მკვიდრმა, მურაზ გოდერძიშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google