გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, ბენზინგასამართი
სადგურის დაყაჩაღებისას დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც speqtri.ge-ს გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის ჰოსპიტალური
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რამაზ თევზაძემ განუცხადა, ის ამჟამად
სტაციონალურ მკურნალობას გადის.
-"ორი ჭრილობა აქვს მიყენებული ბარძაყისა და თავის არეში. სასიცოცხლო
ფუნქციების დაზიანება არ აღენიშნება. ფეხზე სავარაუდოდ ცეცხლსასროლი
იარაღითაა დაჭრილი." -აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წუხელ
სამმა პირმა
ბენზინგასამართი სადგური (შპს "ნიკა") დააყაჩაღა.
იარაღით დაჭრეს ოპერატორი, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი.
მასალის გამოყენების პირობები