საზოგადოება
სოფელ ახაშენში სწრაფი გადახდის აპარატი გაქურდეს
წუხელ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში „თი ბი სი ფეის“ სწრაფი გადახდის აპარატი გაქურდეს. წაღებულია ფული, თუმცა რა რაოდენობის უცნობია.
როგორც speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.

მომხდარ ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებიათ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


| Print |
FaceBook Twitter Google