საზოგადოება
რა გელოდებათ ხვალ გურჯაანის საახალწლო ქალაქში
ხვალ, გურჯაანში, ნონეშვილის გამზირზე საახალწლო ქალაქი მოეწყობა. ღონისძიებების ორგანიზებაში აქტიურადაა ჩართული მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ახალგაზრდული საბჭო.
საახალწლო ქალაქი 2018-ის პროგრამა ასეთია:

-17:00 - საბავშვო პროგრამა თოვლის პაპასთან, ანიმატორებთან, ილუზიონისტებთან და რაღა თქმა უნდა ძააალიან ბეევრ საჩუქართან ერთად;
- 18:00 - ახალგაზრდული პროგრამა, გასართობი და სახალისო თამაშებით;
- 19:00 - ყველასთვის საყვარელი და განსაკუთრებით ალბათ უფროსი თაობისთვის, ლეგენდარული "ქართული ხმები";
- 20:00 - გაიცნობთ საპატიო გურჯაანელებს, 2017 წლის წარმატებულ სტუდენტებსა და საუკეთესო სპორტსმენებს;
- 21:00 - ბენდი 1/4;
- 22:00 - ანსამბლ "ხარება"- ს ბენდის პრეზენტაციით;
-23:00 - როკ ჯგუფი "ღრმა ჰორიზონტი";
-00:00 - ანსამბლი გურჯაანი კახური მრავალჟამიერით და რაღა თქმა უნდა გრანდიოზული ფოიერვერკი;
-00:30 - DJ;


31 დეკემბერს, 15:00 საათიდან ყოველ ერთ საათში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:

-გურჯაანი-კახიფარი
-გურჯაანი-კარდენახი
-გურჯაანი-კაჭრეთი





| Print |
FaceBook Twitter Google