საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი , ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18 გრადუსი იქნება. უწყების ინფორმაციით, 5 - 6 იანვარს ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კვლავ შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
| Print |
FaceBook Twitter Google