საზოგადოება
მართვის მოწმობების შეცვლის ვადა გახანგრძლივდა
2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების შეცვლის ვადა გახანგრძლივდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში აღნიშნული დოკუმენტის შეცვლა 2018 წლის პირველ აპრილამდე შეუძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1 აპრილამდე არ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ძალადაკარგულად ჩაითვლება და მოქალაქე ავტომობილის მართვას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.

მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას. აღნიშნული ცვლილება არ ეხება თანამედროვე პლასტიკური ბარათების მართვის მოწმობებს.


| Print |
FaceBook Twitter Google