საზოგადოება
საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18 გრადუსი იქნება.უწყების ინფორმაციით, 9 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან, 10 იანვრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

11 იანვარს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს. დედაქალაქში მცირე თოვლჭყაპია შესაძლებელი.
12 იანვარს შედარებით გამოიდარებს, 13 – 14 იანვარს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
| Print |
FaceBook Twitter Google