საზოგადოება
გურჯაანში 24 წლის გიორგი დარჩიაშვილს ეძებენ
თვეზე მეტია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებ 24 წლის გიორგი დარჩიაშვილს ეძებენ. ის სახლიდან 26 ნოემბერს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ისინი ფიქრობდნენ, რომ ახალგაზრდა მარტყოფის მამათა მონასტერში იმყოფებოდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ იქ არ იყო.
საქმეში ჩართულია პოლიცია და სამძებრო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.



| Print |
FaceBook Twitter Google