საზოგადოება
პანკისში ზურაბ იდოიძისთვის სუს-ის მიერ წარდგენილი ბრალდების არ სჯერათ
პანკისის ხეობის სოფელ ომალოში, სპეცოპერაციის დროს დაკავებული ზურაბ იდოიძის მეზობლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წაყენებული ბრალდების არ სჯერათ. სოფელში მას დადებითად ახასიათებენ.
“ პოლიცია ზურას დაახლოებით 4 საათისთვის შევნიშნეთ.სამართალდამცველებთან ერთად მამამისიც. იმყოფებოდა. როგორც შევიტყვეთ, ზურა ახმეტის გზაზე დაუკავებიათ, როდესაც თბილისისკენ მიდიოდა.სახლთან ახლოს მეზობლები არ მიგვიშვეს, ჩხრეკა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და სახლიდან მხოლოდ კომპიუტერია წაიღეს. არ ვიცი, რატომ ედავებიან ამ ბიჭს ჩატაევთან კავშირს, ფაქტია რომ ქისტებს გვავიწროვებენ. ზურა იდოიძეზე ცუდი არაფერი გამიგია, როგორც ვიცი, რამდენიმე დღეში კანადაში აპირებდა წასვლას ცოლ-შვილთან."- აღნიშნა ზურა იდოიძის მეზობელმა, სონა ბექაურმა.
| Print |
FaceBook Twitter Google