საზოგადოება
თელავში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა
წუხელ, ძლიერმა ქარმა თელავში რამდენიმე კორპუსს სახურავი გადახადა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ალაზნის გამზირსა და კავკასიონის ქუჩაზე.
ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ასწლოვანი ხეები და წააქცია ნაძვის ხე, რომელიც ქალაქის ცენტრში ახალწლამდე დადგეს. სტიქიის გამო კახეთის რეგიონის ათასობით აბონენტი უკვე რამდენიმე საათია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.


| Print |
FaceBook Twitter Google