საზოგადოება
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმის თქმით, გამთენიისას მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
მაჩალიკაშვილი თითქმის ორი კვირა  კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ის თურქეთში კლინიკა "კოჩ-ჰოსპიტალში" უნდა გადაეყვანათ. ჰოსპიტალის ადმინისტრაცია და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ბოლო ტექნიკურ დეტალებს აგვარებდნენ.

ცნობისთვის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი გასული წლის 26 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა.

სპეცოპერაციის დროს 4 პირი დააკავეს. მათ გამოძიება  თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირსა  და მათ დახმარებას ედავება.


| Print |
FaceBook Twitter Google