საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასული დღე - ღამის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე აღინიშნებოდა წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი.

ქროდა ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში აღინიშნა ქარბუქი. ღამის საათებში ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო დაიკეტა გუდაური - კობის გზის მონაკვეთი. დაფიქსირდა ქარის სიჩქარის შემდეგი მნიშვნელობები: ქობულეთი - 18 მ/წმ, ქუთაისი - 16მ/წმ, ბაკურიანი - 21 მ/წმ, გორი, დევდორაკი, კობი - 17 მ/წმ, ჯვრის უღელტეხილი - 18მ/წმ, გუდაური (სნოუ პარკი) - 21 მ/წმ, ბოლნისი, თელავი, თბილისი (ვაშლიჯვარი), - 20მ/წმ.

სინოპტოკოსების ინფორმაციით, დღეს დღის განმავლობაში ქარი ნაკლები სიძლიერით შენარჩუნდება. ხვალ დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ბარში +2, +7 გრადუსამდე დაიკლებს.

12 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ნალექიანი ამინდი იქნება.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
13 – 14 იანვარს კვლავ  ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. 14 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში 0,+5 გრადუსამდე დაიკლებს.

| Print |
FaceBook Twitter Google