საზოგადოება
თუ ცოცხალი გადავრჩი, მოვითხოვ ყველა დაისაჯოს - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა
პანკისის ხეობაშ, სოდელ დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის დედა და და ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ. როგორც გარდაცვლილი ახალგაზრდის დედამ განაცხადა, ის  ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. 
მედიკო მარგოშვილი სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს.

,,ჩემი შვილის საზღვარგარეთ გადაყვანა განზრახ გაჭიანურდა. გვეუბნებოდნენ, აი დღეს, აი ხვალ გადავიყვანთო. ფული რომ ჩაირიცხა, სპეციალურად გათიშეს აპარატიდან. თუ ცოცხალი გადავრჩი, მოვითხოვ ყველა დაისაჯოს ჩემი ოჯახის გაუბედურებისათვის, ჩემი შვილის მკვლელობისათვის. რომ დამჭირდეს სტრასბურგამდეც ჩავალ."- აღნიშნა მან.


| Print |
FaceBook Twitter Google