საზოგადოება
გურჯაანის პოლიციამ დაკარგული ახალგაზრდა იპოვა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანაშრომლებმა დაკარგული, ვაზისუბანში მცხოვრები 24 წლის გიორგი დარჩაშვილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისში, გრიგოლ ხანძთელის მამათა მონასტერში ცხოვრობდა. სამართალდამცველებმა  ის სახლში გუშინ დააბრუნეს.

მას ახლობლები და პოლიცია თვეზე მეტხანს ეძებდნენ.




| Print |
FaceBook Twitter Google