საზოგადოება
თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში, სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვამდე ახალგაზრდის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სახლის ეზოში ლოცვა აღავლინეს.
თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში  ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა და რამდენიმე დღის განმავლობაში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მისი მდგომარეობა გუშინ, დილის 8 საათისთვის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
| Print |
FaceBook Twitter Google