საზოგადოება
2017 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 954 397 ვიზიტორი ესტუმრა
2017 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორები მსოფლიოს 97 ქვეყნიდან ესტუმრნენ, მათგან ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ გასულ წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით მოიმატა და 954 397 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


2017 წელს 2016 წელთან შედარებით უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 33%-ით გაიზრდა, ხოლო ქართველების 28%-ით. ვიზიტორთა 57% ქართველი, 43% კი უცხოელია.

ყველაზე პოპულარული ტერიტორიების ტოპ 5-ეული ასე გამოიყურება:

პრომეთეს მღვიმე - 163 941

მარტვილის კანიონი - 147 374

ყაზბეგის ეროვნული პარკი - 154 085

სათაფლია - 85 526

ოკაცეს კანიონი - 73 113






| Print |
FaceBook Twitter Google