საზოგადოება
სახელმწიფო დროშის დღე კახეთშიც აღნიშნეს
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, რამდენიმე რეგიონში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა, რომელშიც თავად გიორგი მარგველაშვილიც მონაწილეობდა.

ცერემონია 10:00 საათზე პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყო. პრეზიდენტმა დროშა საქართველოს ეროვნული გმირების, გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა.

კახეთში საქართველოს სახელმწიფო დროშა უჯარმის ციხეზე აღმართეს. ანსამბლ "პატარა გარეჯელების" მიერ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, კახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა, ღონისძიება მარჯანიშვილის მოედანზე გაიმართა. მონაწილეებმა გამოფინეს საქართველოს დროშები, მარჯანიშვილის მოედანზე აღმართეს საქართველოს დიდი დროშა, ხოლო პატარა დროშები გამვლელებს დაურიგეს.


გამოყენებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ფოტო
| Print |
FaceBook Twitter Google