საზოგადოება
გურჯაანის მერიამ ზამთრისთვის საჭირო ტექნიკური მარილი შეიძინა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება. მერიას უკვე შეძენილი აქვს 10 ტონა ტექნიკური მარილი და 20 ტონა ქვიშა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამისათვის 10 ათასი ლარი გამოიყო.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ სიმონ ქოჩორაშვილმა განაცხადა, საკმარისი რაოდენობის ტექნიკური მარილი დასაწყობებული აქვთ.
„ამ კუთხით ყველაფერი წესრიგშია და არანაირი პრობლემა არ არსებობს. მაღალმთიან სოფლებში ჭერემში და არაშენდის თემში ტექნიკური მარილი უკვე ავიტანეთ, თუ დიდი თოვლი იქნება, იქიდანვე მოხდება მისი გაშლა. გუშინ თოვლი რომ მოვიდა, ზიარი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე უკვე გავშალეთ. გრეიდერიც მზად არის. ჯაჭვებს კი ხვალ ან ზეგ ჩამოიტანენ თბილისიდან. დაუყენებენ ტექნიკას, რომ მოყინულ ადგილებში არ გაუჭირდეს ასვლა. მარილი იმაზე მეტი გვაქვს დასაწყობებული , რაც ყოველწლიურად გვჭირდება. “
მისივე თქმით, დიდთოვლობის შემთხვევაში ტექნიკური მარილი პირველ რიგში ყველაზე პრობლემურ მონაკვეთებზე გაიშლება.

| Print |
FaceBook Twitter Google