საზოგადოება
გამოკითხულთა 44%-ის აზრით, ახალი მთავრობა ძველებურად იმუშავებს - NDI
NDI-ის გამოკითხულთა 44%-ის აზრით, ახალი ადგილობრივი მთავრობა- საკრებულოები და მერია იგივენაირად იმუშავებენ, როგორც მათი წინამორბედები.
გამოკითხულთა 34%- კი უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ უკეთესად იმუშავებენ, 12%-ის აზრით კი - უარესად. გამოკითხულთა 11% ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ აქვს.


ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.


| Print |
FaceBook Twitter Google