საზოგადოება
კვლევის შედეგები - გამოკითხულთა 21% ოჯახის შემოსავლად 300-500 ლარს ასახელებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 22%-ის დანახარჯი გასულ თვეში 301-500 ლარამდე მერყეობდა, ხოლო 21%-მა აღნიშნული თანხა შემოსავლად დაასახელა.
გამოკითხულთა 3% პროცენტი აღნიშნავს, რომ მისი ოჯახის დანახარჯი და შემოსავალი 1600 ლარზე მეტია, 1%-ის თქმით, შემოსავალი საერთოდ არ აქვს, ხოლო 11%-ის შემოსავალი და დანახარჯი 180 ლარამდეა.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.


| Print |
FaceBook Twitter Google