საზოგადოება
სახალხო დამცველი მაჩალიკაშვილების ოჯახს ხვდება
ამ წუთებში, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში,  მაჩალიკაშვილების ოჯახს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ხვდება.
როგორც  თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა,  სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა თემირლანის საქმის გამოძიების სწორად წარმართვას შეუწყობს ხელს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველი დაინტერესდა თემირლანის საკითხით. ვფიქრობ, გამოძიება ობიექტური რომ იყოს, სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა საჭიროა. მე სხვადახხვა გზებით ვეცდები სიმართლის დადგენას და თუ საჭირო გახდება სტრასბურგის სასამართლომდეც მივალ. იმედი მაქვს, სიმართლის დადგენამდე ცოცხალი ვიქნები და მეც ჩემი შვილივით ტყვიას არ მესვრიან".- განაცხადა მან.






| Print |
FaceBook Twitter Google