გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან 19 იანვრის
ჩათვლით, საქართველოში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.
უწყების ინფორმაციით, მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის
ტემპერატურა 16-17 იანვარს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +6, +11,
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1, +6 გრადუსია მოსალოდნელი. 18-19
იანვარს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16, ხოლო აღმოსავლეთ
საქართველოს ბარში +5, +10 გრადუსი იქნება.
20-24 იანვარს საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოს
ბარში ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები