საზოგადოება
ნინო ლომჯარიასა და მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების შეხვედრა დასრულდა
რამდენიმე წუთის წინ, სოფელ დუისში, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების დახურული შეხვედრა დასრულდა.
"ოჯახმა საკუთარი პოზიცია გამიზიარა სპეცოპერაციასა და თემირლანის დაჭრის საქმესათან დაკავშირებით. არსებობს შეკითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემას მაჩალიკაშვილები მოკლე ვადებში ითხოვენ. ჩვენ ერთგვარი შუამავლის როლს ვასრულებთ. ოჯახს უსამართლობის გრძნობა აქვს და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს." - აღნიშნა ლომჯარიამ.


| Print |
FaceBook Twitter Google