საზოგადოება
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვს
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის შემდეგ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, ვახტანგ გომელაურთან პირადად შეხვედრას ითხოვს

"მნიშვნელოვანია, მსგავსი შეხვდერები რადგან სიმართლე უნდა გაირკვეს. ჩვენ სახალხო დამცველს დეტალურად მოვუყევით, რაც მოხდა სპეცოპერაციის ღამეს. მას აინტერესებდა სპეცოპერაციისა და თემირლანის დაჭრასთასთან დაკავშირებული დეტალები. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვთხოვთ, დაისაჯოს ყველა პირი, ვინც დამნაშავეა. ასევე მოვითხოვთ, დროულ და ობიექტურ გამოძიებას. ჩემი სურვილია, შევხდე ვახტანგ გომელაურს, რადგან მაქვს ბევრი კითხვა, რასაც პასუხები უნდა გაეცეს." - განაცხადა მან.


| Print |
FaceBook Twitter Google