საზოგადოება
იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 222 ვაქცინა გაიხარჯა
იმუნიზაციის პროგრამით საქართველოში 29 222 დოზა, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა გაიხარჯა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით, მოხმარებიდან ამოღებული უნდა ყოფილიყო.
ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.

როგორც აუდიტორული საქმიანობის 2018 წლის გეგმაშია აღნიშნული, შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა.


დოკუმენტის თანახმად, აუდიტის ჩატარების პერიოდი 2016-2017 წლებია.


| Print |
FaceBook Twitter Google