საზოგადოება
საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგეტოს ინფორმაციით, დღის მეორე ნახევრიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება.

უწყების ინფორმაციით,  საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4–6 ბალიანი შტორმი. ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თოვლი / ქარბუქი /