საზოგადოება
ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია
საგზაო დეპარტამენტის თელავის სამმართველოს ხელმძღვანელის თამაზ აბდულაშვილის ინფორმაციით, ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია.
გზის ამ მონაკვეთზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები. 

ცნობისთვის, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები გუშინ საღამოს დაწესდა. აღნიშნული მიმართულებით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით იყო დაშვებული.


| Print |
FaceBook Twitter Google