საზოგადოება
გურჯაანის სამების ტაძარში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებს მოაბრძანებენ
21- დან 28 იანვრის ჩათვლით, გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებს დააბრძანებენ.

ხატების მოგზაურობა ეძღვნება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100, უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლისთავს.
ტაძარში მთელი კვირის განმავლობაში, ყოველდღე, 10 საათზე საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურება ჩატარდება.

ასევე, ყოველდღიურად (დილის წირვის შემდეგ, 12 საათზე და საღამოს 17 საათზე) გურჯაანის თოჯინების თეატრის დარბაზში გაიმართება ხატების მოგზაურობასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მრევლთან.

| Print |
FaceBook Twitter Google