საზოგადოება
შსს დანაშაულის სტატისტიკას გამოაქვეყნებს
გიორგი გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო 2017 წლის დაშაულის სტატისტიკას წარადგენს, თუმცა როდის გამოქვეყნდება, მინისტრი თარიღს არ აკონკრეტებს.
„ჩვენ რეფორმების გეგმის წარდგენასთან ერთად საზოგადოებას დავპირდით, რომ შს სამინისტრო სტატისტიკის მონაცემებს სტაბილურად გამოაქვეყნებდა. შესაბამისად, დეკემბრის თვის ჩათვლით სტატისტიკა იქნება გამოქვეყნებული, შემდეგ უკვე თქვენთან ერთად ვიმსჯელებთ კრიმინალის ზრდასთან თუ კლებასთან დაკავშირებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა რეფორმა, იქნება ეს კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის თუ სასაზღვრო პოლიციის, მიმართული იქნება, რომ მაქსიმალურად ეფექტურები ვიყოთ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში“, - განაცხადა მინისტრმა.

| Print |
FaceBook Twitter Google