საზოგადოება
ოჯახის წევრების ინფორმაციით სოსო ოსორაული ცოცხალია
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი, სოსო ოსორაული ცოცხალია, მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ.
დედის, კატო ოსორაულის თქმით, დადასტურებული ინფორმაცია ოჯახმა უმცროსი შვილისგან მიიღო.

"ჩემი შვილი გიორგი ევროპაში დეკემბერის ბოლოს გაფრინდა, მას დაახლოებით ათი დღის წინ ვესაუბრეთ. გვითხრა, სასიხარულო ამბავი მაქვს, სოსო ცოცხალიაო. არ ვიცი სახელმწიფოს რაში დასჭირდა მისი გარდაცვლილად გამოცხადება. 27 იანვარს უკვე ერთი წელი გადის სოსოს ამბიდან და ამ ხნის განმავლობაში ვერ მივიღეთ სწორი ინფორმაცია. მოვითხოვეთ დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ მართლა გარდაცვლილი იყო სოსო, ასევე რეალურად იმყოფებოდა თუ არა იქ ქართული დელეგაცია და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ.
სახელმწიფოსგან ფულს არ ვითხოვდით, ჩვენ თვითონ შევაგროვებდით. უბრალოდ გვინდოდა შუამავლის როლი ეთამაშა სახელმწიფოს.," - განაცხადა მან.



| Print |
FaceBook Twitter Google