საზოგადოება
გურჯაანში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე 24 ვაკანსია გამოცხადდება
იანვრის ბოლომდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, სოფლებში მერის წარმომადგენლების პოზიციაზე კონკურსს გამოაცხადებს.

გურჯაანის მერიის ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში უფროსი სპეციალისტის მაია ლალიაშვილის განმარტებით, აღნიშნული შტატი მეოთხე რანგის პირველ კატეგორიას მიეკუთვნება და ამ თანამდებობის დასაკავებლად სრული ზოგადი განათლებაც საკმარისია.
„უახლოეს მომავალში 24 ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე გამოცხადდება ვაკანსია. როდესაც კომისია შეიქმნება, ის გადაწყვეტს კონკურსი რამდენ ეტაპად ჩატარდება. ამ რანგისთვის არ არის აუცილებელი გამოცდილება და უმაღლესი განათლება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით . “

შეგახსენებთ, რომ ყოფილ წარმომადგენლებს ხელშეკრულების ვადა 2018 წლის პირველი იანვრიდან აღარ გაუგრძელდათ. მათ ფუნქცია-მოვალეობას სოფლებში ამჟამად სპეციალისტები ასრულებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google