საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით,
წამყვანი მასწავლებელი დანამატის სახით 700 ლარს, მენტორი კი 1000
ლარს მიიღებს.
აღნიშნული ცვლილება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის
ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28
სექტემბრის №126/ნ
ბრძანებაში შევიდა.
ამ დრომდე დანამატის ოდენობა წამყვანი მასწავლებლისთვის 250 ლარით
განისაზღვრებოდა, მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის კი 300
ლარით.
პედაგოგები გაზრდილ ანაზღაურებას 1-ლი თებერვლიდან მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები