საზოგადოება
პანკისში მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ
პანკისის ხეობაში მცხოვრებლები მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ. ადგილობრივები დღეს პარასკევის ტრადიციული ლოცვის შემდეგ, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში შეიკრიბნენ.
"ჩვენ პირველ რიგში გვაინტერესებს, რატომ ჩაატარეს ანტიტერორისტული ოპერაცია ამ ფორმით. ჩაეტარებინათ კრიმინალური ოპერაცია და არა ასეთი ღირსების შემლახველი მოქმედებები, როდესაც მოხუცებულ ადამიანს , საცვლების ამარა პირქვე აწვენ და უვარდები. დაიძახონ და ყოველი ქისტი, ვინც არ უნდა იყოს სახლში, შევიპატიჟებთ. ჩვენ ასევე გვაინტერესებს რატონ გახდა საჭირო სროლა ახალგაზრდისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ სროლა საჭირო არ იყო. კარგად გვესმის, როგორ და რა ტრაექტორით ისვრიან იარღს. ეს ჩვენთვის უცხო არ არის. აქ აშკარად ჩანს რომ მაჩალიკაშვილის მისამართით დამიზნებით არის ნასროლი.  გვაქვს კითხვები და ველოდებით სახლმწიფოსგან და მთავარი პროკურორისგან გამოხმაურებას. " - განაცხადა უხუცესთა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა.



| Print |
FaceBook Twitter Google