საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +5, +10, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +5 გრადუსია მოსალოდნელი.

უწყების ინფორმაციით, 30 იანვრიდან ორ თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსის ფარგლებში იქნება. 2 - 4 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

3 – 4 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +13, +18, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
| Print |
FaceBook Twitter Google