საზოგადოება
გურჯაანის საცურაო აუზზე ბავშვებს 3 წლის ასაკიდან მიიღებენ
გურჯაანის სპორტკომპლექსში საცურაო აუზი ფუნქციონირებას თებერვლიდან განაახლებს.


როგორც ჩვენთან საუბარში სპორტული გაერთიანების ხელმძღვანელმა არჩილ გოგიაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება.
„აუზის სპეციფიკიდან გამომდინარე, წყალს წელიწადში ერთხელ სჭირდება გამოცვლა და გასუფთავება. ჩამოსულები არიან სპეციალისტები, რომლებიც აუზს ანტისეპტიკური ხსნარით წმენდავენ, ასევე იცვლება ვინტილები. სერიოზული დაზიანებები არ არის. ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას თებერვლის ხუთ ან მაქსიმუმ ათ რიცხვში გავაგრძელებთ. აბონემენტის ფასი იგივე იქნება.“


არჩილ გოგიაშვილის თქმით, სპორტკომპლექსში სიახლეა. მუშაობას დაიწყებს მცირე აუზიც, რომელიც 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებზეა გათვლილი.
„აქამდე ამ ასაკის ბავშვებს არ ვიღებდით, რადგან საქვაბე დაზიანებული იყო და პატარა აუზი არ ფუნქციონირებდა. ამჟამად მიმდინარეობს მისი რეაბილიტაცია. “
მისივე თქმით, აუზით სარგებლობას მოზარდები თებერვლიდან შეძლებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google