საზოგადოება
დედოფლისწყაროში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში უპატრონო ძაღლის მიერ ადამიანების და პირუტყვის დაკბენის შემთხვევა დაფიქსირდა.
ლაბორატორიული კვლევით ძაღლს ცოფი დაუდასტურდა. სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა რისკის ზონაში ჩაატარეს იძულებითი ვაქცინაცია და შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებები.

ძაღლის მიერ დაკბენილი და კონტაქტირებულ პირებს ანტირაბიული ვაქცინაცია უტარდებათ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარა 298 734 სულ ცხოველს, მათ შორისაა 279 690 სული ძაღლი/კატა და 19 044 სული მსხვილფეხა პირუტყვი.


| Print |
FaceBook Twitter Google