საზოგადოება
სკოლის დირექტორი - "ყვარელრემმშენი" 2000 ლარამდე თანხით დაჯარიმდა
როგორ ცნობილია, კომპანია "ყვარელრემმშენი“, რომლის მიერ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ გუშინ ჭერი ჩამოინგრა, კახეთში სკოლებისა და ბაღების შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც ახორციელებდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლის დირექტორის მაგამედ ალიევის  თქმით, კომპანიამ საგანმანათლებლო დაწესებულების გვერდით, საქვაბის აშენების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, შემდეგ დაკისრებული მოვალეობები ვერ შეასრულა, რის გამოც დააჯარიმეს.

-" საქვაბე ააშენა, თუმცა შემდეგ ღუმელი არ ჩამოიტანა. ამის გამო ,"ყვარელრემმშენი" 2000 ლარამდე თანხით დაჯარიმდა, მაგრამ არც ეს თანხა ჩაგვირიცხა. შემდეგ ვუჩივლეთ, სასამარლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღემდე არ  გადაუხდიათ ის ფული." - აღნიშნა მან.


| Print |
FaceBook Twitter Google