საზოგადოება
ყვარლის მერიის ორი სამსახურის უფროსმა და "ილიას ტბის“ ხელმძღვანელმა თანამდებობები დატოვეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ქანდაურიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თემურ კოკორაშვილმა და ა.ა.ი.პ ( არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი) „ილიას ტბის“ ხელმძღვანელმა მალხაზ ხაბარაშვილმა, თანამდებობები დატოვეს.

როგორც speqtri.ge-სთან ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა განაცხადა, მათ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერეს.
-„გაუქმდა სოფლის მეურნეობის სამსახური და ბუნებრივია ეს რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა. ამის საფუძველზე შტატები შეიკვეცა, დარჩა მხოლოდ ის შტატები, რომელიც მუნიციპალიტეტს გამოადგება.“-აღნიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა.

მისივე ინფორმაციით, ზემოთ აღნიშნულ სამ თანამდებობაზე კონკურსი სავარაუდოდ მომავალ კვირას გამოცხადდება.


| Print |
FaceBook Twitter Google